უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ჩვენი ქალაქისთვის ისტორია უნდა დავწეროთ" - სპალეტის პრესკონფერენცია "აინტრახტთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლი" "აინტრახტს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

"არ ვთვლი, რომ ფავორიტები ვართ, ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს. "აინტრახტი" ძლიერი გუნდია, ამიტომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. შესაძლოა, ეს სეზონის პირველი ფინალია, რადგან ეს მატჩი კლუბის ისტორიისთვის ბევრს განსაზღვრავს. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობთ.

ჩვენი ქალაქისთვის ისტორია უნდა დავწეროთ. გაგვაჩნია ამბიცია, რომ დიდი გუნდი გავხდეთ. ჩემი მოთამაშეები თავიანთ
საქმეს მშვიდად აკეთებენ, ყველას ერთმანეთის დახმარების სურვილი აქვს.

ფრანკფურტელებს დიდი გამოცდილებაც აქვთ, ისინი გავიდნენ ჯგუფიდან, სადაც "მარსელი", "ტოტენჰემი" და "სპორტინგი" თამაშობდნენ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრების დიდი იმედი მაქვს" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ფრანკფურტში გამართული მატჩი "ნაპოლის" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

alt"ნაპოლიში" გადასვლამდე სპალეტის დიდხანს ვესაუბრე, რა მიყვარს ყველაზე მეტად? - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ The New York Times-თან

altსპალეტის სუსტი წერტილი - რას გამოჰყავს წყობიდან იტალიელი სპეციალისტი

altსპალეტი: კვარაცხელიამ მარადონას დონის გოლი გაიტანა - ვერავინ მიხვდება, რომელი მიმართულებით წაიწევს წინ

ასევე დაგაინტერესებთ