უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს

AutoSharing Option
"მარკა" იტყობინება, რომ უეფა ევროტურნირების ფორმატის სრულად რეფორმირებას აპირებს.

წყაროს ცნობით, უეფას ხელმძღვანელები და ევროპის კლუბების ასოციაცია სამი დივიზიონის ჩამოყალიბების ვარიანტს განიხილავენ - სუპერლიგა, ევროპა ლიგა და პრეტენდენტთა ლიგა. ამ სამ დივიზიონში იმოქმედებს აღზევებისა და დაქვეითების სისტემა.

მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის ბოლოს უეფას აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბება, სადაც საკითხი განიხილება. თუ ახალი ფორმატი დამტკიცდა, ძალაში 2027 წელზე ადრე არ შევა.

შეგახსენებთ, 2024/25-ის სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება. 36 კლუბი ძირითად ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ყოველი კლუბი რვა მატჩს სხვადასხვა გუნდთან გამართავს - ოთხს
საკუთარ მოედანზე და ოთხს სტუმრად.

შეხვედრების შედეგად საერთო სატურნირო ცხრილი ჩამოყალიბდება. რვა საუკეთესო პირდაპირ მოხვდება მერვედფინალში, ხოლო 16 გუნდს მერვედფინალში გასასვლელად პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.

სავარაუდო რეფორმა გამოწვეულია სუპერლიგის შექმნის ჩავარდნილი იდეის გამო და ცხადია, წამყვანი ევროპული კლუბების ფინანსური ინტერესების გათვალისწინებითაა ნაკარნახევი.