დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Financial Times-თან ინტერვიუში უეფა გააკრიტიკა და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

"ფეხბურთი ავადაა, რადგან საფეხბურთო ეკონომიკაა დაავადებული. ლიგებსა და კლუბებს ფინანსურად კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ. შედეგად, ლიგები საკმარისად პროდუქტიულები არ არიან.

მე მესმის, მაგალითად, უეფა ამბობს: ახლა ჩემპიონთა ლიგას 2.4 მილიონი ევრო გამოვუყავით, ევროპა ლიგას - 500 მილიონი, კონფერენს ლიგას კი - 238 მილიონი. თუმცა, თუ ეს გუნდები ვალებში არიან, ეს ფული საკმარისი არაა.

ეს რაციონალური ფეხბურთი არ არის, ვინაიდან ბევრ ტურნირზე ვთამაშობთ და გულშემატკივრებს
ვეღარ ვიზიდავთ.

ზოგიერთი ფეხბურთელი მრავალი წლის მანძილზე რჩება, ხოლო ზოგიერთის ხელში ჩაგდება პსჟ-ს, "არსენალს", "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსის" სურთ. ძნელია მათი დატოვება, როდესაც ასეთ კლუბებს სჭირდებათ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ოსიმენის გამოსასყიდი თანხა, ძალიან მაღალი".

altიტალიური მედია: კვარაცხელიას გასულ სეზონზე მეტი გოლის გატანა შეუძლია - უფრთხილდით "ოსი-კვარას" დუეტს

alt"ნაპოლი" თავისი ყოფილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაბრუნებას ცდილობს

altკალცონა მომდევნო სეზონშიც "ნაპოლიში"? - რას ამბობენ იტალიაში "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელის მომავალზე

alt"ნაპოლი" დაბრუნდა თუ კვლავ უღიმღამო გუნდი იქნება? - რას წერენ იტალიაში "პარტენოპეის" დამაჯერებელ გამარჯვებაზე

მკითხველის კომენტარები / 4 /
შენნაირები რომ კლუბის პრეზიდენტები იქნებიან და ფეხბურთი შენი ჯიბის ბიზნესი გგონია, ავად იქნება აბა რა
ხათუნა
00:40 02-03-2024
1
შენ არ გინდა ეგეთი იყიდე-გაყიდე, მაგალითად ევროლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე რომ გაგვიყვანოს? ჩვენი "ლაურენტისები" თუ "გიჟდებიან" სამშობლოზე ან ფეხბურთზე, იმიტომაც აგვაყვავეს.
მწარე
09:18 01-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული