სიკვდილს ებრძვის - "მილანის" ულტრასები თავს პსჟ-ის ფანებს დაესხნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ნოემბრის გამთენიისას, "მილანსა" და პსჟ-ს შორის გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის წინ, ადგილობრივი გუნდის ულტრასები თავს ფრანგ ფანებს დაესხნენ. როგორც Football Italia წერს, პსჟ-ის ერთი გულშემატკივარი ცივი იარაღით დაჭრეს და მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში მალევე გადაიყვანეს, კომიდან არ გამოსულა და კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

გამთენიისას, "მილანის", დაახლოებით 100 გულშემატკივარი საფრანგეთიდან ჩასულ ფანებს დაესხა თავს. იტალიელები ცივი იარაღებით, ბეისბოლის ბიტებითა და პიროტექნიკით იყვნენ შეირაღებულები - მათ ცრემლსადენის გაზიც კი გამოიყენეს. 

"მილანისა" და პსჟ-ის მატჩი დღეს, 7 ნოემბერს, "სან სიროზე" გაიმართება.
შეხვედრა, თბილისის დროით, 00:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში "პსჟ-მა "მილანს" "პარკ დე პრენსზე" 3:0 მოუგო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
გამთენიისას,ასე რომ წახვალ და ვინმეს თავს დაეცემი,ფანი კი არა,ბანდა ხარ და ორგანიზებულ დანაშაულს სჩადიხარ.მათ მიმართ,სასამართლოც სწორედ ასე უნდა მსჯელობდეს და განაჩენი გამოჰქონდეს.აქ ფეხბურთი და შენი გუნდის სიყვარული,არაფერ შუაშია.ეს მხოლოდ საბაბია,ძალადობისათვის!
სოსო
15:19 07-11-2023
1
მხეცობა,მხეცები!
მაო
15:29 07-11-2023
1

სიახლეები პოპულარული