უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ბარსელონამ" დაადასტურა - დე იონგი და პედრი "ნაპოლისთან" ვერ ითამაშებენ

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურში "ბილბაოსთან" უგოლოდ დასრულებულ მატჩში ტრავმები მიიღეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ფრენკი დე იონგმა და პედრიმ და კატალონიურმა "სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" ვერ ითამაშებენ.

"ბარსას" პრესსამსახურის ცნობით, დე იონგს კოჭ-წვივის, პედრის კი ბარძაყის ტრავმა აქვს და მათ დაახლოებით ერთი თვე მოუწევთ უქმობა.

"ბარსელონასა" და "ნაპოლის" საპასუხო 1/8-ფინალური შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.