ხავი: "ნაპოლის" უამრავ ასპექტში ვაჯობეთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ნაპოლი" 3:1 (ორი მატჩის ჯამში 4:2) დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

შეხვედრის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

"ძალიან გახარებული ვარ. დიდებულად ვითამაშეთ, გუნდმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. უამრავ ასპექტში ვდომინირებდით.

ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 4 წლის წინ გავედით. ამიტომ "ნაპოლისთან" გამარჯვება კიდევ უფრო სასიამოვნოა.

"ბარსა" ბურთითაც და მის გარეშეც შესანიშნავად გამოიყურებოდა და ჩვენს ოპონენტს მინიმალური შანსები შევაქმნევინეთ", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის
კენჭისყრა 15 მარტს, პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

alt"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოსიმენის 8 თამაშგარე, და იმ ნახევარმცველმა მამლის ბიბილოსავით, რომ აქვს ნაწნავები დაყენებული, 7-ჯერ მოწინააღმდეგეს მიაწოდა ბურთი, ანუ 15-ჯერ ჩაიშალა შეტევა. და საერთოდ ოსიმენს ზარალის მეტი არაფერი გაუკეთებია მოედანზე. გუნდი რა თქმა უნდა წაგებას მაინც არ იმსახურებდენ, მით უმეტეს იმ დროს, როცა ბარსა საერთოდ არ იმსახურებდა მოგებას.
ჟორა
00:05 14-03-2024
3
მწვრთნელების "აფერისტული ხვევნა-კოცნა", ვითომ ძალიან ევასებათ ერთმანეთი არა?
გიგა
15:02 13-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული