უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ხავი: "ნაპოლის" უამრავ ასპექტში ვაჯობეთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ნაპოლი" 3:1 (ორი მატჩის ჯამში 4:2) დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

შეხვედრის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

"ძალიან გახარებული ვარ. დიდებულად ვითამაშეთ, გუნდმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. უამრავ ასპექტში ვდომინირებდით.

ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 4 წლის წინ გავედით. ამიტომ "ნაპოლისთან" გამარჯვება კიდევ უფრო სასიამოვნოა.

"ბარსა" ბურთითაც და მის გარეშეც შესანიშნავად გამოიყურებოდა და ჩვენს ოპონენტს მინიმალური შანსები შევაქმნევინეთ", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის
კენჭისყრა 15 მარტს, პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

alt"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ