"ბოდიშს გიხდით, მძიმე პერიოდი გვაქვს" - რა გადაწყვეტილება მიიღეს კალცონამ და "ნაპოლის" ფეხბურთელებმა "ბოლონიასთან" მარცხის შემდეგ?

AutoSharing Option
სერია A-ს 36-ე ტურში "ნაპოლი" შინ "ბოლონიასთან" 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ და გუნდის ფეხბურთელებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლა ლომბარდომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრანჩესკო კალცონა მოგვიანებით გააკეთებდა, ამჯერად კი მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა დუმილი ამჯობინეს.

"ბოდიშს გიხდით, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს პრესკონფერენციაზე არ წარდგებიან, ახლა რთული პერიოდი გვაქვს, კალცონა მედიასთან კომენტარს ახლო მომავალში გააკეთებს", - განაცხადა ნიკოლა ლომბარდომ.

"ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" 17 მაისს,
"ფიორენტინას" დაუპირისპირდება.

alt"ნაპოლი" "ბოლონიასთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული