უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ტიერი ანრი: ხალხი იტყვის, რომ "სიტი" "რეალზე" უკეთესი იყო, თუმცა მატჩს დაცვა იგებს

AutoSharing Option
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბევრი ადამიანი იტყვის, რომ "სიტიმ" მეტოქე დაჩაგრა, თუმცა "ბლანკოსი" დაცვაში საუცხოოდ გამოიყურებოდა.

"მანჩესტერ სიტის" თამაშების ყურება მიყვარს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაში შეუცდომლად თამაშია. მადრიდის "რეალი" მთელი მატჩის განმავლობაში ჭკვიანურად მოქმედებდა და ყველაფერს აკონტროლებდა.

საუკეთესო გუნდი სწორედ ის იყო, რომელმაც დაცვაში ნაკლები შეცდომა დაუშვა, ასეთი კი ანჩელოტის გუნდი იყო", - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნს" დაუპირისპირდება, გუნდებს შორის პირველი მატჩი 30 აპრილს,
გერმანიაში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა - 8 მაისს, ესპანეთში.

alt"როცა თამაშებს აგებდა, ცუდ მწვრთნელს ეძახდით, ახლა კი დარჩენას სთხოვთ?" - ანრიმ ხავიზე ისაუბრა

alt"ეს ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელია" - ტიერი ანრი

altტიერი ანრი: "რეალის" შემთხვევაში ეს მაგიჟებს

ასევე დაგაინტერესებთ