ტიერი ანრი: "რეალის" შემთხვევაში ეს მაგიჟებს

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ CBS-ის ეთერში მადრიდის "რეალის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "სამეფო კლუბში" უკვე წლებია, რაც წარმატებულ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებენ.

"იცით, "რეალის" ბოლოდროინდელი წარმატება რისი დამსახურებაა? მათ იციან, თუ რა დროს გაყიდონ ფეხბურთელები. მაგალითად, კარიმ ბენზემა, მესუთ იოზილი, სერხიო რამოსი, კრიშტიანო რონალდო, რაფაელ ვარანი ... წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორი იყო.

თუმცა ყველაზე მეტად გამაკვირვა იმან, რომ კლუბმა კაზემირო გაყიდა და არა მოდრიჩი ან კროოსი, ბრაზილიელი ამ სამეულიდან ყველაზე ახალგაზრდა იყო.

რატომ მოიქცა
"რეალი" ასე? "ბლანკოსს" ბევრი ახალგაზრდა ნახევარმცველი ჰყავს: კამავინგა, ბელინგემი, ჩუამენი. კროოსი და მოდრიჩი მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც სამომავლოდ შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ფლორენტინო პერესი წლების განმავლობაში შესანიშნავ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს. ამაზე კლუბის მიერ მოპოვებული ტიტულები მეტყველებს", - განაცხადა ანრიმ.

alt"ფეხბურთელისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში" - ტიერი ანრი

alt"მინდა ვმღეროდე ლიონელ რიჩისავით..." - ტიერი ანრი

altტიერი ანრიმ ახალგაზრდა ფეხბურთელს "მკვლელი" მზერით ანიშნა, რომ სკამი გაესწორებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
რეალი თუ ფეხბურთელს უშვებს ესეიგი მან თავის რესურსი რეალში უკვე ამოწურა, ერთადერთი ვინც მოუმატა რეალიდან წასვლის შემდეგ ეს იყო რობენი, მაგრამ რობენის ადგილზე იმ დროს ვინც მოიყვანა პერესმა ეს იყო ბეილი, რომელიც ფაქტიურად შეუდარებელი იყო იმ დროს, დანარჩენი ვინც გაყიდა ან თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა ფაქტიურად ვერც ერთმა ვეღარ აჩვენა ის დონე რასაც რეალი ითხოვს, გამონაკლისია რონალდუ, რომელმაც პირველი ორი წელი სასწაულად ითამაშა იუვეში.
მამუკა
00:41 12-03-2024
0
შინაარსით სწორს ლაპარაკობს,უბრალოდ რეალს არც ბენზემა გაუყიდია და არც რამოსი
BOSS
16:09 11-03-2024
0

სიახლეები პოპულარული