ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ დიდი ცვლილებები იგეგმება - სხვა ჰიმნი, ბურთი და შესაძლო კონტინენტის ცვლილება რამდენიმე მატჩზე

AutoSharing Option
The Independent-ის ცნობით, UEFA ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მორიგ ცვლილებას გეგმავს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 2027 წელს TEAM Marketing-თან, რომელთანაც 30 წელია თანამშრომლობს, კონტრაქტი ეწურება და შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს.

UEFA თანამშრომლობის დაწყებას კომპანია Relevent Sports-სთან აპირებს, რომლის მფლობელის სტივენ როსის იდეაა, რომ ტურნირის რამდენიმე მატჩში აშშ-ში ჩატარდეს.

იწერება, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ამაზე თანახმაა და შესაძლოა, 2033 წლიდან ყველაზე პრესტიჟული ტურნირის რამდენიმე შეხვედრას და მათ შორის ფინალსაც, აშშ-იმ უმასპინძლოს.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა და TEAM Marketing-თან კონტრაქტი
გაუქმდა, ჩემპიონთა ლიგაზე ჰიმნისა და ბურთის ცვლილებაც გახდება საჭირო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სფეროს რა, კუბით შეცვლიან ?
დ.დ.
01:32 14-02-2025
0
გააბანძებენ ფეხბურთს საბოლოოდ რა არის რაღაცეები რაც არ უნდა შეიცვალოს არასდროს!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული