ნეიმარის მიმართვა გულშემატკივრებს: "ბარსა" და კატალონია ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ნეიმარი "ბარსელონადან" "პარი სენ ჟერმენში" რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.

"სპორტსმენის ცხოვრება გამოწვევებისგან შედგება. ამ გამოწვევების ნაწილი კი ჩვენივე გადაწყვეტილებების შედეგია.

"ბარსელონა" გამოწვევაზე მეტი იყო. ასეთ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ვიდეოთამაშში ყოფნას ჰგავდა.

კლუბში გატარებული ჩემი პირველი დღე მახსოვს. გასახდელში ისეთ კუმირებთან ერთად აღმოვჩნდი, როგორებიც ვალდესი, ჩავი, ინიესტა, პუიოლი, პიკე, ბუსკეტსი და სხვები არიან. მე მათთან ერთად ვთამაშობდი "უფრო მეტში, ვიდრე კლუბი".

"ბარსელონა" – ესაა ნაცია, რომელიც კატალონიას წარმოადგენს.
პატივი მქონდა მეთამაშა უდიდეს სპორტსმენებთან მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს და დარწმუნებული ვარ, მათზე უკეთესს ვეღარავის ვნახავ.

ლეო მესი ჩემი მეგობარი იყო მოედანზეც და მის მიღმაც. ვამაყობ იმით, რომ მასთან ერთად ვთამაშობდი.

ლეოსთან და ლუის სუარესთან ერთად ისტორიული შეტევის ხაზი შევქმენი. ჩვენ ერთად ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც სპორტსმენს შეუძლია.

ბარსელონაში დაუვიწყარი წუთები გავატარე. ვცხოვრობდი ქალაქში, რომელიც ქალაქზე მეტია, ის სამშობლოა. ბარსელონა და კატალონია მიყვარს.

თუმცა, სპორტსმენს გამოწვევები სჭირდება და ჩემს ცხოვრებაში პირველად, მამის რჩევა არ გავითვალისწინე. მამა, შენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღე და გთხოვ, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე, მხარი ახლაც დამიჭირო.

"ბარსელონა" და კატალონია ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევების დროა.

პსჟ-ის შემოთავაზებას დავთანხმდი. მინდა კლუბს ის ტიტულები მოვაგებინო, რომლებიც გულშემატკივრებს სურთ. ამ გამოწვევისთვის მზად ვარ.

"ბარსელონას" გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი მათი დამოკიდებულების გამო და ფეხბურთელებს იმ ყველაფრის გამო, რაც მათგან ვისწავლე.

ვგრძნობ, რომ წასვლის დრო მოვიდა.

პსჟ მომდევნო წლებში ჩემი ახალი სახლი იქნება და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ პარიზელების ნდობა გავამართლო.

ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა.

"ბარსელონა", მადლობა ყველაფრისთვის! პსჟ, მე მოვედი!

ღმერთმა დაგვლოცოს!"
ასევე დაგაინტერესებთ