ესპანეთის სპორტული ტელეარხის ჟურნალისტმა "მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს მარკო ასენსიოს ინტერვიუ ჩამოართვა და კითხა, პსჟ რომ შენით დაინტერესდეს, გადახვიდოდი თუ არა მათ გუნდშიო?
მარკომ მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა:"პსჟ? გმადლობთ, მაგრამ არა. საუკეთესო ადგილას ვარ, სადაც ყოფნა მსურს. იმისათვის, რომ ჩემზე გააკეთა არჩევანი, ბლანკოსის მუდამ მადლობელი ვიქნები".