"კადისთან" კურტუა ითამაშებს, "ბაიერნთან" კი - ლუნინი

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ლა ლიგის 34-ე ტურში "კადისთან" მისი გუნდის კარს ტრავმამორჩენილი ტიბო კურტუა დაიცავს, "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში კი - ანდრეი ლუნინი.

Todo Fichajes ცნობით, "მანჩესტერი" უკმაყოფილოა ანდრე ონანას თამაშით, უკეთეს მეკარეს ეძებს და ლუნინის სამსახურით დაინტერესდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ "იუნაიტედი" უკრაინელის გადაბირებას იქამდე აპირებს, ვიდრე ის "სამეფო კლუბთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ტრანსფერის 35 მილიონ ევროდ გაჩარხვას იმედოვნებს.

ლუნინმა მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 27 გოლი გაუშვა და 12-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული