ესპანეთის ნაკრებს შეიძლება მუნდიალზე მონაწილეობის უფლება არ დართონ

AutoSharing Option
როგორც იცით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი კორუფციაშია ბრალდებული, დაპატიმრებულია და თანამდებობიდან გადაყენებულია, მის მოვალეობას დროებით ხუან ლუის ლარეა ასრულებს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.

ფიფას აზრით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო ერევა, რაც ამ ორგანიზაციის კანონის დარღვევაა, ფიფამ ესპანელებს ოფიციალური  წერილით მიმართა და გააფრთხილა, რომ თუ გაგრძელდა პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა, მათ ორგანიზაციაში წევრობას შეუჩერებენ და ყველა გუნდებს აუკრძალავენ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფურია როხა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ ფურია როხა მუნდიალზე იასპარეზებს და ტურნირს მოიგებს კიდეც.
ასევე დაგაინტერესებთ