კლასმა თავისი გაიტანა - საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 1:3 დამარცხდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა, ისიც იძულებითი - ტრავმირებული შენგელიას ნაცვლად ძირითადში აზაროვი დააყენა. მოლოდინისამებრ, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლე ნორმანმა ყველას დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ გავის გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. ცოტა ხანში კი ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას დიდებული პასი გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. „ფურია როხამ“ ზეწოლა გააძლიერა, მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა,
მაგრამ შანსი ვერ იქნა გამოყენებული. 30-ე წუთზე მამარდაშვილმა მორატას ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეიცვალა, ესპანელები ბურთს მუდმივად ფლობდნენ. როდრის თავური მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია, ხოლო ფერან ტორესმა მალე წინ გაიყვანა მასპინძლები. მერე ხვიჩამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ვერ უწია მიზანს. სანიოლმა კვეკვესკირი და მიქაუტაძე მექვაბიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა. ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას ჩაკვეტაძის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა - და შეცვლაზე შესული იამალის ჩაწოდებული ბურთი ლოჩოშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

A ჯგუფში ესპანეთმა 21 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველო 8 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა და მარტში ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის მატჩებისთვის მოემზადება.

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“

ესპანეთი - საქართველო 1:3
გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4), 1:1 კვარაცხელია (10), 2:1 ფერან ტორესი (55), 3:1 ლოჩოშვილი (72, საკ. კარში)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (მამუჩაშვილი 89), კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი (გოჩოლეიშვილი 78), კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 60), ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 89), კვარაცხელია, მიქაუტაძე (დავითაშვილი 60)

მკითხველის კომენტარები / 78 /
ჩვენი გოლი რაც ვნახეთ ესე იგი თამაში შეგვიძლია...კიდევ შეგვეძლო მაგრამ
გიო
15:29 20-11-2023
1
ჩაკვე ნაპოლიში!
zviads
14:44 20-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული