"ბარსელონა" ანდრეს ინიესტას ლამაზად დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას უკანასკნელ ტურში "ბარსელონამ" "ნოუ კამპზე" 1: 0 დაამარცხა "სოსიედადი". გოლი ფილიპე კოუტინიომ გაიტანა.

ამ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ უკანასკნელად ითამაშა "ბარსაში" ანდრეს ინიესტამ და მატჩს 84 168 მაყურებელი დაესწრო.

ინიესტა ძირითად შემადგენლობაში იყო, 82-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა მქუხარე ოვაციებით გააცილეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცი პასი!
ანდრეს
11:02 21-05-2018
0
ამით დასრულდა გვარდიოლას მიერ შექმნილი ზღაპარი,რომელშიც მთავარ როლებს ხავი,ინიესტა და მესი თამაშობდნენ.ბარსა დიდი გუნდია და კიდევ ბევრჯერ მოიგებს ტიტულებს,ჩაატარებს საოცარ მატჩებს,მაგრამ ვეღარასოდეს იქნება მისი ბურთის გათამაშება ისეთი დახვეწილი და ლამაზი,როგორიც ამ სამი ჯადოქარის ერთად ყოფნის პერიოდში იყო.გემშვიდობები ანდრეს ბარსადან და იმედი მაქვს,სიტიში გადახვალ,გვარდიოლასთან.იქიდან შენი თამაშის ნახვა შესაძლებელი იქნება.
სოსო
09:29 21-05-2018
1

სიახლეები პოპულარული