"ბარსელონა" მზადაა უსმან დემბელე 100 მილიონად გაყიდოს

AutoSharing Option
OkDiario-ს მთავარი საფეხბურთო ექსპერტი ედუარდო ინდა იტყობინება, რომ თავდამსხმელმა უსმან დემბელემ შეიძლება "ბარსელონა" დატოვოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დემბელეს განათხოვრებას აპირებდა. ინდა კი ირწმუნება, რომ კატალონიურმა კლუბმა უსმანის 100 მილიონ ევროდ გაყიდვის მზადყოფნა გამოთქვა.

მისი სამსახურით "არსენალი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებული.

დემბელე "ბარსელონამ" შარშან "დორტმუნდისგან" 105 მილიონად შეიძინა და 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.