გარეთ ბეილი "რეალში" დარჩება, ვინაიდან ხულენ ლოპეტეგიმ ინგლისური იცის

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა გარეთ ბეილიმ გუნდის გამოცვლა გადაიფიქრა, რადგან ახალმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ინგლისური იცის.

"რეალის" წინა მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ინგლისურად ვერ ლაპარაკობს, ბეილმა კი რაც 2013 წელში ბლანკოსში გადავიდა, ესპანური ვერ ისწავლა.

ბეილის ახლა მწვრთნელთან ურთიერთობაში პრობლემა აღარ ექნება და "სამეფო გუნდში" დარჩება.

ბეილის სამსახურით "მანჩესტერია" დაინტერესებული და მისი მენეჯერი ჟოზე მოურინიო ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ინგლისელ-ამერიკელების აზრით ვალდებულია მთელი მსოფლიო რომ ინგლისურად ილაპარაკონ - თვითონ თავს ძალას არ ატანენ რომ ერთი უცხო ენა მაინც შეისწავლონ
brola*
13:28 19-06-2018
1
რა უტვინო უნდა იყო 5 წელი ქვეყანაში ცხოვრობდე და ენა ვერ ისწავლო, თან ესპანურია რაღაც ჩინური ხო არა
dato
07:41 18-06-2018
1

სიახლეები პოპულარული