ხორდი ალბას სახლი ისე გაუქურდეს, რომ ოჯახის წევრებმა ვერაფერი ვერ გაიგეს

AutoSharing Option
La Vanguardia-ს ცნობით, 5 ნოემბერს "ბარსელონას" მცველს ხორდი ალბას სახლი გაუქურდეს.

გამოცემის ცნობით, ქურდობის მომენტში ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ და ვერაფერი ვერ გაიგეს.

ქურდები ღობეზე ეზოს უკანა მხრიდან გადაძვრნენ, მეორე სართულზე ფანჯრიდან შევიდნენ და სეიფი გახსნეს.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, თუმცა არ იტყობინება, რა წაიღეს ქურდებმა ფეხბურთელის სახლიდან.

თავისი სახლის გაქურდვისას ალბა გუნდთან ერთად მილანში იმყოფებოდა, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" მატჩისთვის ემზადებოდა.