კიმიხი "ბარსელონაში" არ გადავა

AutoSharing Option
"ბაიერნის" 29 წლის ნახევარმცველი ჯოშუა კიმიხი "ბარსელონაში" არ გადავა, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და "ბარსელონას" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მიზეზი ისაა, რომ კიმიხის სეზონური გასამრჯელო გერმანულ კლუბში გადასახადების გადახდამდე 19.5 მილიონი ევროა, ამხელა ხელფასის გადახდაზე კი "ბარსა" არ დათანხმდა.

კიმიხმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის 28 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული