დემბელეს გოლი საუკეთესოდ მიიჩნიეს და ღამით ტელეფონის გამორთვა აუკრძალეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველის უსმან დემბელეს მიერ "ტოტენჰემთან" გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში საუკეთესოდ აღიარეს.

დემბელეს კომპიუტერული თამაშები და სერიალების ყურება უყვარს, დილამდე ერთობა, ამას წინათ ვარჯიშზე 2 საათით დააგვიანდა და კლუბმა 100 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამას გარდა, მას ღამით ტელეფონის გამორთვა და ხმის გათიშვა აუკრძალეს, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ.

თავად ფეხბურთელი უკმაყოფილოა ასეთი "შეზღუდვის" გამო და ამბობს, რომ სხვების თხოვნით ვარჯიშები გადააქვთ, მას კი ამის უფლება არა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უსმან! დისციპლინას მიეჩვიე, თორემ შენი კარგი ფეხბურთელობა ისე დაგეკარგება, რომ შემდეგში ვეღარ აინაზღაურებ. ნუ გავიწყდება, რომელ გუნდში მოხვდი, მსოფლიოს საიკეთესო გუნდში და პატივი ეცი თანაგუნდელებსაც და გულშემატკივრებსაც. ბევრი თავში ავარდნილი, ახალგაზრდა ფეხბურთელი გვინახია და გაგვიგია, ამ "სენის" შემდეგ დამარცხებული და დეგრადირებული. ხარ კარგი ფეხბურთელი, მაგრამ უდისციპლინო, შეეშვი ღამის თამაშებს და ჩადგები კალაპოტში.
გუგა
16:54 15-12-2018
0
ეს რუსულწარწერიანი ფოტო რა უბედურებაა? "სავეტსკი სპორტი" ხართ?
სანდრო
15:39 15-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული