"სოსიედადმა" "რეალის" დამარცხებით (2:0) ლა ლიგაზე 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა იმანოლ ალგუასილმა კომენტარი გააკეთა.
"ფეხბურთელობისას "ბერნაბეუზე" გამიმარჯვია, მაგრამ ახლა უფრო ბედნიერი ვარ. თანაც, აქ ზედიზედ სამი წაგების და მწვრთნელის გადაყენების შემდეგ ჩამოვედით.
პენალტი ვინისიუსზე? დიახ, მესმის, იყო ორი საკამათო მომენტი, მაგრამ აქედან ამის დანახვა ძნელია.
ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ. ამ სტადიონზე მოგება ადვილი არაა და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.
როდესაც მარსელომ ყვითელი ბარათი მიიღო, მისი ფლანგიდან უფრო ვუტევდით. თან, ვიცით, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში
არაა. ვეცადეთ ამით გვესარგებლა".