მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაზე 400 გოლი გაიტანა - ბარსელონამ ეიბარი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-19 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 3:0 სძლია "ეიბარს".

"ბარსელონამ" 43 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" ისევ 5 ქულით უსწრებს.

"ბარსას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ პრიმერაზე მე-400 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.

მეორე ადგილზე "რეალის" ყოფილი ფორვარდი რონალდოა - 292 მატჩში 311 გოლი.

ამ შეხვედრაში თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირი 17 გოლით მესია, მეორე ადგილზე 14 გოლით სუარესია.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 71 039 მაყურებელი
ბარსელონა - ეიბარი 3:0
გოლები: 1:0 სუარესი (19), 2:0 მესი (53),
3:0 სუარესი (59)
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლეო მაგარო გილოცავთ! ამდენი ბურთების გატანას, მართლაც ზე ბუნებრივი ნიჭი სჭირდება. ეს ერთი და სხვა მრავალი. პელე როგორ ხარ????
რეზი
14 იანვარი 2019 19:05
1
მესი რეკორდების და დამხობას განაგრძობს :** ყოველთვის ამტკიცებს რომ საუკეთესოა
T.k
14 იანვარი 2019 12:37
1
რონალდომ რავა გაჯობა ყველაფერში
მერაბ
14 იანვარი 2019 06:44
13
და რონალდომ როგორ აჯობა 311 და 400 ერთი და იგივეა ? არ ვიცოდი :((
T.k
14 იანვარი 2019 12:38
1
მერაბ, მესის ერთ რამეში ნამდვილად აჯობა, გუნდების ღალატში, რაც მაგან გუნდები იცვალა, მართლა გინესის წიგნშია შესაყვანი. ამ კონტექსში მესი მაგრად "ჩამორჩება".
გია1
14 იანვარი 2019 11:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული