ბრექსიტის გამო გარეთ ბეილს შეიძლება "რეალის" დატოვება მოუწიოს

AutoSharing Option
"რეალში" თავდამსხმელ გარეთ ბეილის დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ESPN-ის ცნობით, თუ დიდი ბრიტანეთი 29 იანვარს ევროკავშირიდან გამოვა, 1 აპრილიდან უელსელ ფეხბურთელს ესპანეთში მუშაობის უფლება არ ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ სამუშაოს უფლებას არ მისცემენ, ვერ ითამაშებს.

ბეილი ამაზე არ ნერვიულობს, თუმცა იცის, რომ არაა გამორიცხული, გარკვეული პრობლემები შეექმნას.

ბეილი "რეალმა" "ტოტენჰემისგან" 2013 წელს 101 მილიონ ევროდ შეიძინა.

მას ბლანკოსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ამ სეზონში გარეთმა 23 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული