"ბარსელონა" ესპანეთის თასის 1/4 ფინალში გავიდა - თუ, ვერ გავიდა?.. [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 იანვარს, ესპანეთის თასის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 3:0 სძლია "ლევანტეს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეგახსენებთ, პირველი თამაში "ბარსამ" ექსპერიმენტალური შემადგენლობით ჩაატარა და 1:2 წააგო.

პირველ ტაიმში, 103 წამში დემბელემ დუბლი შეასრულა. ის ამ გუნდის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 4 ტურნირზე გაიტანა გოლი.

მეორე ტაიმში მეტოქის კარი მესიმ დალაშქრა, რომელმაც პირველ ტაიმში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან თასზე 49-ე გოლი გაიტანა და ამ ტურნირზე ლადისლაო კუბალასთან ერთად კატალონიური გუნდის მე-2 ბომბარდირი გახდა - 64 გოლით პირველ
ადგილზე ჟოზეპ სამიტერია.

"ბარსელონამ" ზედიზედ 38 მატჩში გაიტანა გოლი და ეს გუნდის მე-2 მაჩვენებელია - საუკეთესო შედეგი 1944 წელს მიჯრით 44 მატჩში გატანილი გოლია.

"ბარსამ" თასზე ზედიზედ 22 მეტოქე დაამარცხა და ეს ესპანეთის რეკორდია.

თუმცა, არაა გამორიცხული, მეოთხედფინალში "ლევანტემ" ითამაშოს, რადგან ამ გუნდების პირველ შეხვედრაში "ბარსას" მცველმა ჩუმი ბრანდარისმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც დუბლშემადგენლობაში თამაშისას დისკვალიფიცირებული იყო.

ბლაუგრანამ ახსნა, რომ რადგან ნოემბერში დისციპლინარული კოდექსი შეიცვალა, ამ 19 წლის ფეხბურთელის სხვა ლიგაში მიღებული დისკვალიფიკაცია სხვა ტურნირზე არ ვრცელდება.

ანალოგიური საკითხის გამო შარშან "რეალი" დაისაჯა, როდესაც "კადისთან" დენის ჩერიშევი ათამაშა, რომელსაც წინა სეზონში "ვილიარეალში" ჰქონდა დისკვალიფიკაცია მიღებული.

"ლევანტეს" პრეზიდენტმა კიკე კატალანმა განაცხადა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში იჩივლებენ და სიმართლე იზეიმებს.

სიმართლისა რა მოგახენოთ, მაგრამ "ლევანტეს" იურიდიულ სამსახურს ერთი მეტად სერიოზული შეცდომა მოუვიდა - საჩივრის შესატანი დრო ამოეწურა, თუმცა თავისას მაინც ეცდებიან.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 42 838 მაყურებელი
ბარსელონა - ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 დემბელე (30), 2:0 დემბელე (31), 3:0 მესი (54)

თასის მეოთხედფინალში "რეალი", "ბარსელონა", "ვალენსია", "სევილია", "ბეტისი", "ესპანიოლი", "ჟირონა" და "ხეტაფე" გავიდნენ. კენჭისყრა 18 იანვარს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ იტყუებით პატივცემულებო? ჩერიშევის საკითხი როგორ არის ანალოგიური, კითხვა ხო გეხერხებათ და გარკვევით გიწერიათ ჩუმი დისკვალიფიცირებული იყო ჩემპიონატში, და არა თასზე. ჩერიშევს დისკვალიფიკაცია ქონდა თასის მატჩში წინა სეზონში ოღონდ სხვა გუნდში, მაგრამ დისკვალიფიკაცია არ მოუხდია. ასე რომ არავითარი ანალოგია აქ არ არის. თუმცა საბოლოოდ რო გაგარკვიოთ აგიხსნით ბარსელონელ ჩუმის ე.წ მსუბუქი დისკვალიფიკაცია ქონდა ანუ მე-5 ყვითელი ეს ერთი მატჩით დისკვალიფიკაციაა იმ ტურნირში სადაც ეს ბარათები მიიღე, ამის გარდა არსებობს მძიმე დისკვალიფიკაცია როცა წითელს იღებ რაღაც დიდ დანაშაულზე და რომელიც რამდენიმე მატჩით ისჯება უკვე ფედერაციის სხდომაზე აი ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომელ ტურნირზე მიიღო ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია ის ტოვებს თამაშებს ყველა ტურნირზე ერტად მიყოლებით.
მსგავსი სიტუაცია ქონდა რონალდუს ბარსასთან სუპერთასზე როცა მეორე ყვითელზე გააძევეს მან მსაჯს ხელიკრა და ამის გამო ერთის ნაცვლად ფედერაციამ 3 ტამაში დაუმატა რომელიც მან ჩემპიონატზე გამოტოვა.
რატომ იტყუებით?
16:57 18-01-2019
0
ამაშია საქმეს! გილოცავ ბარსას გამარჯვებას! ვიცი გაგეხარდება, თან მესიმ გოლის გატანით მოგილოცა.
koka
14:39 18-01-2019
0

სიახლეები პოპულარული