ჟოზე მოურინიო: ივან რაკიტიჩი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ, რომელსაც "რეალში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, უკანასკნელ კლასიკოში "ბარსელონას" ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის თამაშზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"სანამ სტუდიას დავტოვებდე, ნება მომეცით რაღაც ვთქვა. ამის აღნიშვნა კარგა ხანია მინდოდა: რაკიტიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია.

აი, ამით მინდოდა გადაცემის დასრულება, ვინაიდან როგორც წესი, უფრო ვარსკვლავებზე ვამახვილებთ ყურადღებას.

სოციალურ ქსელებში აქტიურობა მართებს, რადგან ეს ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ვერ ვარგობს, თუმცა სამაგიეროდ მოედანზეა მაგარი.

ყველა ასპეკტში ფანტასტიკური ფეხბურთელია, მარჯვენა ფლანგზე დიდ სამუშაოს ასრულებს, ბევრს დარბის და მესის ეხმარება. ბურთის ფლობაშიც შესანიშნავია, -
განაცხადა მოურინიომ BeIN Sports-ის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ