პეპე: ჩემ მისვლამდე "რეალი" ცენტრალური მცველების სასაფლაო იყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველის, ამჟამად კი "პორტოს" დაცვის ბურჯის, პეპეს განცხადებით, მადრიდში მის ჩასვლამდე "სამეფო კლუბი" ცენტრალური მცველების სასაფლაო იყო.

მისივე თქმით, ედერ მილიტაოს კვალდაკვალ "რეალში" გადასვლა "პორტოს" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია.

"პორტო" ნებისმიერ ფეხბურთელს აუმჯობესებს, იმიტომ, რომ აქ ძალიან მაღალი მოთხოვნებია. აქ ისეთი მომზადება გავიარე, რომ ესპანეთში ეს დაინახეს და წავედი კლუბში, რომელიც მანამდე ცენტრალური მცველების სასაფლაოს წარმოადგენდა. "რეალში" ფიასკო არაერთმა ბრწყინვალე ცენტრალურმა მცველმა განიცადა.

ლა ლიგაში გადავედი ისეთი ჩემპიონატიდან, რომელსაც ადამიანები არასაკმარისად ძლიერად თვლიდნენ, მაგრამ "რეალში" 10 წელი
გავატარე და უამრავი ტიტული მოვიგე.

ახლაც "პორტოში" ძალიან კარგი ცენტრალური მცველები გვყავს. ჩემი აზრით, მათ შეუძლიათ "რეალში" ითამაშონ. ერთ-ერთი მათგანი, მილიტაო, "რეალმა" უკვე იყიდა, არა?!

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ეს ტურნირი სამჯერ მაქვს მოგებული და, ღმერთის წყალობით, ამ წელს მეოთხედაც მოვიგებ!" - განაცხადა პორტუგალიელმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, 9 აპრილს "პორტო" "ენფილდ როუდზე" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული