ზინედინ ზიდანი ბეილის განაცხადში არშეყვანაზე: რაც გინდათ, ის იფიქრეთ

AutoSharing Option
"ლა ლიგის" 36-ე ტურში "ვილიარეალის" დამარცხების (3:2) შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "რაიო ვალეკანოსთან". ფეხბურთელებიც უკეთეს ხასიათზე არიან და მეც.

რატომ არ შევიყვანე განაცხადში ბეილი? შემადგენლობას მე ვაყენებ. მორჩა. რაც გინდათ, ის იფიქრეთ.

მარიანო დიასმა დუბლის შესრულებით გამახარა. ვინისიუსს თავის თავზე მუშაობა მართებს. კიდევ ორი მატჩი დარჩა. მე ტიტე არა ვარ და არ ვიცი, წაიყვანს თუ არა ამერიკის თასზე. ვნახოთ.

სამი მეკარე მყავს და ერთ-ერთი უნდა ჩამეყენებინა კარში. დღეს არჩევანი კურტუაზე გავაკეთე", - განუცხადა
ზიდანმა "მარკას".