მადრიდის "ატლეტიკოს" მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელის შეძენა სურს

AutoSharing Option
ესპანურმა გამოცემა El Partidazo de COPE-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის "ატლეტიკო" მზად არის, მოსკოვის ცსკა-ს მარჯვენა მცველი მარიო ფერნანდესი 30 მილიონ ევროდ შეიძინოს.

ადრე ვრცელდებოდა ხმები, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრ ფერნანდესის მიმართ ინტერესი ორივე მანჩესტერულ გრანდს ჰქონდა, ასევე - "ბარსელონას", მიუნხენის "ბაიერნსა" და "ჩელსის".

28 წლის ფეხბურთელი მოსკოვური კლუბის წევრი 2012 წლიდან არის. 2012 წლამდე "გრემიოს" შემადგენლობაში თამაშობდა. ფერნანდესმა რუსეთის მოქალაქეობა 2017 წელს მიიღო და ამავე წლიდან რუსეთის ეროვნული გუნდის წევრია, 17 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ისიც
მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალურ შეხვედრაში ხორვატიის წინააღმდეგ.

წლევანდელ სეზონში მარიო ფერნანდესმა რუსეთის პრემიერლიგაში 27 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული