ერნესტო ვალვერდეს სამშაბათს გადააყენებენ?

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს არ უნდოდა რადიკალური ზომებისთვის მიემართა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის და ესპანეთის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ ეტყობა, მოუწევს რაღაცის შეცვლა.

კატალონიური "სპორტი" და "მუნდო დეპორტივო" იუწყებიან, რომ ბარტომეუმ სამშაბათს, 28 მაისს კლუბის დირექტორთა საბჭოს რიგგარეშე კრება დანიშნა, რომელზეც გუნდის წარუმატებლობის მიზეზებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ.

კრება გუნდის სათავეში ერნესტო ვალვერდეს დატოვების მიზანშეწონილობას განიხილავს და შესაძლოა, კლუბის გენერალური დირექტორი პეპ სეგურაც გადააყენონ, რომელიც ახლა რატომღაც განტევების ვაცის როლშია.