"ბარსელონა" ესპანეთის თასის ფინალში "ვალენსიასთან" 1:2 დამარცხდა, კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ კი გუნდის მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე დაიცვა.
"ვალვერდეს კონტრაქტი აქვს. არა მგონია, წაგება მისი ბრალი იყოს. მეორე ტაიმში ბევრი ვიშრომეთ.
გულშემატკივრებს სევილიაში ჩამოსვლისთვის და მხარდაჭერისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. წინ ვივლით. "ვალენსიას" გამარჯვებას ვულოცავთ, ეს დაიმსახურა.
ეს ჩავარდნაა? არა, ლა ლიგა მოვიგეთ, რაც მუდამ ჩვენი მიზანია. ორი მატჩი წავაგეთ, "ენფილდზე" და აქ", - განაცხადა ბარტომეუმ El Chiringuito TV-ის ეთერში.