"ბარსელონა" მომავალ სეზონში კიდევ უფრო გაძლიერდება.
ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, "ბარსა" 1-ელ ივლისს ელოდება, როდესაც "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის სატრანსფერო ფასი 120 მილიონ ევრომდე შემცირდება და ამის შემდეგ შეიძენს.
ყველა სხვა დეტალები უკვე გადაწყვეტილია და ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტის ყველა პუნქტი შეათანხმა.
"ბლაუგრანა" ამითაც არ დაკმაყოფილდება და პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს დაიმატებს. კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, ბრაზილიელი თავის ყოფილ გუნდთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ამისათვის კი გულშემატკივრებს "პარი სენ ჟერმენში" გადასვლისთვის ბოდიშს მოუხდის და ხელფასის შემცირებაზეც დათანხმდება.