"ბარსელონას" დირექტორი: ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ვალვერდეთი

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრა გილერმო ამორმა გუნდის ლიდერ ლიონელ მესისა და მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს შესახებ ისაუბრა.

"მესი დაუჯერებელ რამეებს აკეთებს მოედანზე, ის განსხვავებულია. თუმცა, "სელტას" წინააღმდეგ მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა.

ერნესტო ვალვერდე კი, შესანიშნავი პიროვნებაა. ის ნამდვილი პროფესიონალი გახლავთ და ყველა ჩვენგანი აღფრთოვანებულია მისით. ამ საკითხზე არაფერია დასამატებელი."