მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში - ლიონელ მესიმ "ფილადელფია უნიონს" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS-ის მორიგ ტურში მაიამის "ინტერმა" "ფილადელფია უნიონი" 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა.

ტრავმის შემდეგ დაბრუნებული "ლა პულგა" თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო, 2 წუთში კი გოლის გატანა მოახერხა, მას საგოლე პასი ლუის სუარესმა გაუკეთა.

ეს მესისთვის ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-4 გატანილი გოლია. მის ანგარიშზე 6 მატჩში 5 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასია.

"მაიამის "ინტერი" 13 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მხოლოდ ღმერთის რჩეულებს შეუძლიათ, ამ დონეზე და ანდენი ხანი თამაში!
ვახო
14:14 30-03-2025
2
არა რა? რა ვქნა, ასე ფეხბურთელი არავინ მიყვარს! გამოვიდა ,გაიტანა გოლი და გაამარჯვებინა გუნდს თამაში! უბრალოდ ლეგენდა!
გიგა
13:28 30-03-2025
2

სიახლეები პოპულარული