კარვახალი: მირჩევნია, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში არ გავიდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი დანიელ კარვახალი Marca-სთან საუბრისას "ბარსელონას" საკითხსაც შეეხო და საკუთარი სურვილები გაახმოვანა.

"არ მოვიტყუები, მირჩევნია "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდეს. ისინი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები არიან და ჩვენი მოწინააღმდეგეები. მათ საოცარი შემადგენლობა ჰყავთ. ამიტომაც, მირჩევნია ჩემპიონთა ლიგაზე აგებდნენ და ლა ლიგაშიც. რაც უფრო მეტი ძლიერი გუნდი გავარდება, მით უკეთესი ჩვენთვის", - აღნიშნა კარვახალმა.

4 თამაშის შემდეგ F ჯგუფს სწორედ "ბარსელონა" ლიდერობს 8 ქულით. მომდევნო შეხვედრას კატალონიელები სახლში ჩაატარებენ დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ. ხოლო ლა ლიგაში "ბარსას", "რეალის" დარად, 25
ქულა აქვს და ესპანეთის ჩემპიონატს ერთად ლიდერობენ.

ასევე დაგაინტერესებთ