პიკესა და რამოსის ვნებანი - გრაფიტი "ელ კლასიკოს" წინ

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის მატჩამდე კატალონიის დედაქალაქში გრაფიტი დახატეს, სადაც ჟერარდ პიკე და სერხიო რამოსი ერთმანეთს კოცნიან.

გრაფიტი მხატვარ Tvboy-ს მიერ არის შექმნილი და კატალონიასა და ესპანეთს დიალოგისკენ მოუწოდებს, რომლებსაც დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

Tvboy-ს ადრეც გაუკეთებია მსგავსი გრაფიტი: 2017 წელს "ელ კლასიკოს" წინ მან იმავე პოზაში ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო გამოსახა.