"ბეტისმა" 38 წლის ხოაკინს, რომელმაც ლა ლიგის მე-16 ტურში "ბილბაოს" 3 გოლი 18 წუთში გაუტანა და ესპანეთის ჩემპიონატზე ჰეთ-თრიქის შემსრულებელი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
ხოაკინის ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში გასდიოდა და კიდევ ერთი სეზონით გაუგრძელეს.
ის "ბეტისის" აღზრდილია, მის ღირსებას 2000-06 წლებში იცავდა, შემდეგ სევილიური გუნდი დატოვა და 2015 წელს დაბრუნდა.
მიმდინარე სეზონში პრიმერაზე ხოაკინმა 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა.