პედრო: თუ "ბარსელონა" დამიძახებს, ყველაფერს მივატოვებ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა პედრო როდრიგესმა Marca-სთან საუბრისას კომენტარი "ბარსელონაში" დაბრუნების შესაძლებლობაზე გააკეთა.

"თუ "ბარსა" დამიძახებს, ყველაფერს მივატოვებ. გარკვეული დროის წინ, როცა "ბარსელონას" წინააღმდეგ ვითამაშეთ, მწვრთნელთან საუბრის შემდეგ კლუბში დაბრუნების შანსი გამოჩნდა, თუმცა ფანჯარა მალევე დაიხურა.

ახლა კი, არ ვიცი, რა მოხდება. "ჩელსისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს. "ვესტ ჰემი"? არ ვიცი, ვნახოთ... მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ფეხბურთიდან სიამოვნების მიღება მინდა განვაგრძო", - თქვა პედრომ.

32 წლის ესპანელი "ბარსელონაში" 2005 წლიდან 2015 წლამდე გამოდიოდა. ის "ბლაუგრანას" აღზრდილია და 2015 წლიდან ლონდონის
"ჩელსის" ღირსებას იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ