პედრო ისტორიაში შევიდა - თითქმის ყველა შესაძლო საერთაშორისო ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
29 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში ლონდონის "ჩელსიმ" "არსენალს" 4:1 სძლია და ჩემპიონი გახდა.

"არისტოკრატთა" შემტევი პედრო ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელ ფეხბურთელს თითქმის ყველა საკლუბო და სანაკრებო საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული, სადაც მონაწილეობა მიუღია. მხოლოდ კონფედერაციის თასის მოგება ვერ შეძლო, 2013 წელს ესპანეთი ბრაზილიასთან დამარცხდა - 0:3.

"არსენალის" წინააღმდეგ მან გოლის გატანაც მოახერხა და გახდა პირველი ესპანელი, ვინც
ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის და ევროპა ლიგის ფინალში გაიტანა. ასეთი რამ ისტორიაში მხოლოდ 4 ფეხბურთელს აქვს გაკეთებული: სტივენ ჯერარდს, ერნან კრესპოს, ალან სიმონსენს და დმიტრი ალენიჩევს.

"ბევრი რამისგან შეიძლება დაიღალო, მაგრამ არა მოგებისგან. ყოველთვის გსურს, იმდენი ტიტული მოიგო, რამდენსაც შეძლებ. როცა უკან გაიხედავ და ნახავ, რომ ზურგს ევროპული ტიტულები გიმშვენებს, სასიამოვნოა", - განაცხადა "არსენალთან" მატჩის შემდეგ ესპანელმა.

სულ პედროს 25 ტიტული აქვს მოგებული.

altევროპა ლიგა. ფინალი: "არისტოკრატიის" არამოკრძალებული ხიბლი ბაქოში - "ჩელსიმ" "არსენალი" დაჯაბნა [VIDEO]

altმაურიციო სარი: ამ გამარჯვებას "ნაპოლის" ტიფოზებს ვუძღვნი - "ჩელსიში" დარჩენა დავიმსახურე

altპეტრ ჩეხი: ვამაყობ კარიერაში ჩატარებული ბოლო მატჩით

altარასაფეხბურთო ატმოსფერო ბაქოში - უეფას თბილისური სუპერფინალი სულ სხვა იყო

altედენ აზარი: დიახ, ვფიქრობ, ეს დამშვიდობებაა


მომზადებულია Marca.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი კარგი ფეხბურთელი როგორ გაუშვეს ბარსადან,რომ ვუყურებ ძალიან გული მწყდება პედროზე.
2
ვერ დაგეთანხმებით :) ნაკრებთან ერთად არ მოუგია კონფედერაციის თასი, ასევე ოლიმპიური თამაშები, ასე რომ არასწორი ინფორმაციაა
ირაკლი
13:46 30-05-2019
6

სიახლეები პოპულარული