რაკიტიჩს რონალდოსთან თამაში სურს

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა Bleacher Report-თან საუბარში "იუვენტუსის" შემტევზე, კრიშტიანო რონალდოზე აზრი გამოთქვა.

"მინდა თუ არა ვითამაშო კრიშთან? რა თქმა უნდა, ის ხომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. მასზე დაკვირვება ძალიან მსიამოვნებს - ხედავთ, რას აკეთებს "იუვენტუსში"? ჩემთვის ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა." - ციტირებს ივანს Bleacher Report-ი.

ასევე დაგაინტერესებთ