"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა აღიარა, რომ გუნდიდან წასვლას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებდა.
"მე ნამდვილად ვაპირებდი იანვარში სხვა კლუბში გადასვლას. ერნესტო ვალვერდეს ერა საუკეთესო არ ყოფილა. საკმაოდ უარყოფითი პერიოდი იყო, თუმცა ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მაშინ "ბარსელონაში" იყო ისეთი რაღაცები, რაც მე არ მომწონდა." - ციტირებს ფეხბურთელს Marca.
შეგახსენებთ, ვალვერდემ კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოზიცია 2020 წლის 13 იანვარს დატოვა. მისი ადგილი კიკე სეტიენმა დაიკავა.