"მიფურთხებია... მესი ფენომენალური აღარ არის" - არგენტინის ყოფილი მეკარე

AutoSharing Option
არგენტინის ფეხბურთის ნაკრების ყოფილი მეკარე უგო ორლანდო გატი კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

"მიფურთხებია, არგენტინაში გამაკრიტიკებენ თუ არა. მესი ფენომენი აღარ არის. მას არასწორედ ექცეოდნენ, როცა ასე აამაღლეს. ის მიეჩვია ამ ფაქტს და ახლა მოედანზე უბრალოდ დადის. მან უკეთ უნდა ითამაშოს. როცა შენთან ერთად მესი თამაშობს, გუნდელები ბურთს ყოველთვის მას აძლევენ. ზუსტად ასე იყო მარადონას და პელეს შემთხვევაშიც. მსგავსი დამოკიდებულება კი გუნდს აფუჭებს." - ციტირებს გატის goal.com.

მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 23 გოლი და
16 შედეგიანი გადაცემა მიიწერა. 

alt"ლა ლიგას" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს

altტიაგო სილვას "ბარსელონაში" გადასვლა და მესისთან თამაში მოუნდა

ასევე დაგაინტერესებთ