პსჟ-ის მცველს, ბრაზილიელ ტიაგო სილვას თავისუფალი აგენტის სტატუსით კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლა უნდა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, 35 წლის ბრაზილიელს, რომელსაც კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება და დიდი ალბათობით, არ გახანგრძლივდება, კატალონიაში გადაბარგება სურს. როგორც გამოცემა ამბობს, სილვას ლიონელ მესისთან თამაში უნდა.
ტიაგო სილვა პსჟ-ში 2012 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 30 მატჩში 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მიიწერა.
"ბარსელონა" მესისთვის მინიმუმ 4 ფეხბურთელს დაიმატებს
ტიაგო სილვა: მადლობა ღმერთს ნეიმარი დარჩა, მის გარეშე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ