სერხიო რეგილიონი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს

AutoSharing Option
მცველი სერხიო რეგილიონი საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ "სევილიაში" დარჩენას გეგმავს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

რეგილიონი "სევილიაში" თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და სავარაუდოდ, ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

"ბედზე სამდურავი არ მეთქმის. მიყვარს ეს ქალაქი და თანაგუნდელები. ვინ იცის, რა მოხდება მომავალში? საბოლოო გადაწყვეტილებას ზაფხულში მივიღებ", - განაცხადა რეგილიონმა.

რეგილიონი "სევილიაში" "რეალიდან" იჯარით გასული წლის ზაფხულში გადავიდა, ამ სეზონში კი 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან "იუვენტუსში" გადასვლაზე უარი თქვა.