"სევილიამ" სტარტზე მეორე მატჩიც მოიგო - რეგილიონი საკაცით გაიყვანეს

AutoSharing Option
23 აგვისტოს, ლა ლიგას მეორე ტურში "სევილიამ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "გრანადა".

გამარჯვების გოლი ახლახან "ეიბარიდან" გადაყვანილმა ნახევარმცველმა ხოან ხორდანმა გაიტანა.

მე-20 წუთზე ტრავმა მიიღო ანდალუსიური გუნდის 22 წლის მცველმა სერხიო რეგილიონმა და თვალცრემლიანი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. სერხიო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ღამე იქ დარჩება და როგორც ვარაუდობენ, ტვინის შერყევა აქვს. ის "რეალმა" "სევილიაში" იჯარით კონტრაქტის გამოსყიდვის უფლების გარეშე ერთი სეზონით გაუშვა.

გრანადა. "ნუევო ლოს კარმენესი". 15 589 მაყურებელი
გრანადა - სევილია 0:1
გოლი: ხორდანი (52)

გრანადა: სილვა, დიასი, დუარტე, ხოსაბედი, მარინი, ეტეკი (რამოსი 85),
მონტორო, პუერტასი, ვიკო (ფერნანდესი 60), ვადილიო (მაჩისი 59), სოლდადო

სევილია: ვაცლიკი, ნავასი, კარლოსი, კარიშუ, რეგილიონი (ესკუდერო 20), ბანეგა (გუდელი 64), ფერნანდო, ხორდანი (ვასკესი 86), ოკამპოსი, დე იონგი, ნოლიტო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული