ცნობილი გახდა მადრიდის "რეალის" გეგმები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში.
მოგეხსენებათ, პანდემიის გამო შეჩერებულია უამრავი სპორტული ღონისძიება, რამაც კლუბები ფინანსურად დააზარალა. გრანდებმა ხელფასების შემცირება დაიწყეს. მაგალითად, ტურინის "იუვენტუსმა" ხელფასები 30%-ით, ხოლო კატალონიის "ბარსელონამ" 70%-ით შეამცირა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ტოტენჰემმა" 500 თანამშრომელი შვებულებაში გაუშვა.
ტენდენციას არ ჩამორჩა მადრიდის "რეალიც", თუმცა "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები ყველაზე ნაკლებად დაზარალდებიან - გუნდის გადაწყვეტილებით, ხელფასები არაუმეტეს 10%-ით შემცირდება.
"იუვენტუსის" ფეხბურთელები ივლისამდე ხელფასს ვერ აიღებენ
"ბარსელონას" ფეხბურთელები ხელფასს 70%-ით შეიმცირებენ და თანამშრომლებს დაეხმარებიან