"ბარსელონას" ხელმძღვანელი ქურდია - ამბობს კლუბის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ემილი რუსომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

"ჩემის აზრით, კლუბის სალაროდან ვიღაცა იპარავს. კომპანია I3 Ventures-ს 1 მილიონი ევრო გადაუხადეს, არადა ასეთი მომსახურების საბაზრო ფასი 100 ათასია.

ამას ვინ აკეთებს? რა თქმა უნდა, ვიღაც ხელმძღვანელობიდან. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ეჭვი მაქვს...", - განაცხადა რუსომ.

ამა წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" ფული გადაუხადა I3 Ventures-ს იმისათვის, რათა სოციალური ქსელების ექაუნთებიდან პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს იმიჯი გაეუმჯობესებინა და იმ ადამიანების დისკრედეტაცია მოეხდინა, რომლებიც კლუბთან არიან დაკავშირებულნი.

"ბარსელონამ" რუსოს ბრალდება კატეგორიულად
უარყო.

შეგახსენებთ, "ბარსას" 6 დირექტორი და მათ შორის რუსო კლუბის კრიზისისა და სოციალურ ქსელში ექაუნთების გამო გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ