"ბარსელონა" გაკოტრებასთან ახლოსაა - კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატი

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს თაღლითობისა და მის მიერ ფეხბურთელების - ლეო მესისა და ჟერარდ პიკეს დისკრედიტაციის მცდელობის გამოაშკარავების ფაქტს კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტი გამოეხმაურა. მან ღია წერილით ბარტომეუს მიმართა და "ბარსაში" მიმდინარე ნეგატიურ მოვლენებზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა:

"ჩვენ იდეალურ შტორმთან ახლოს ვართ. თუ ადრე რისკები დიდი იყო, ახლა უკვე გიგანტურია. კორონავირუსმა პლანეტის პარალიზება მოახდინა, რომლის შედეგების განსაზღვრა დღეს არ შეგვიძლია.

მთელი თვის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით კლუბში სამარცხვინო ინციდენტების ზრდას, რომლის კულმინაცია სერიოზული ბრალდებები და 6 დირექტორის გადადგომა გახდა.

უკანასკნელი წლების
მმართველობის მოდელი უკვე აღარ მუშაობს. ჩვეულებრივ გარემოებებში ამ მოვლენებს განცხადების გაკეთება და დაუყოვნებლივი გადადგომა უნდა მოჰყოლოდა.

კლუბი ეკონომიკურ და მორალურ გაკოტრებასთან ახლოსაა, თამაში დასრულებულია", - განაცხადა ფონტმა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ