"ბარსელონას" არენას "ნოუ კამპი" აღარ ერქმევა - კლუბი სტადიონის სახელის უფლებას ყიდის

AutoSharing Option
sky sports-ის ინფორმაციით, კატალონიური გრანდი "ბარსელონა" საკუთარი საშინაო არენის სახელის უფლებას 1 წლის ვადით გაყიდის.

აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბში კორონავირუსთან საბრძოლველად მიიღეს - შემოსული თანხები პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს მოხმარდება.

ამგვარად, სავსებით რეალურია, მომავალ სეზონში "ნოუ კამპს" ახალი სახელი ჰქონდეს. მოგეხსენებათ, არენა ევროპაში ყველაზე ტევადი სტადიონია.